დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 3 ივნისი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 3 ივნისია, პარასკევი. მზარდი მთვარე ლომის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
გაგიჭირდებათ იმ საქმეების გაკეთება, რომლებიც არ გაინტერესებთ. რაც არ უნდა აიძულოთ თავი, სავარაუდოდ, წინა პლანზე თქვენი საყვარელი საქმიანობა ან ჰობი, მეგობრებთან შეხვედრები ან დასვენება დადგება. ერთადერთი გზაა ენთუზიაზმის გარშემომყოფებისთვის გადადება და ერთობლივი ძალებით მოქმედება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 ივნისი>>
ვერძი: მტანჯველი იქნება ნებისმიერი საქმის ბოლომდე მიყვანა და უფრო მტანჯველი - მათი დაწყება. თუ აუცილებელი გახდა საქმიანობა, მას, სავარაუდოდ, ბოლო არ ექნება. ჩვეული საქმეებიც კი ძალიან დამღლელი მოგეჩვენებათ. რას ვიზამთ, ადამიანის რეზერვები უსაზღვრო არაა - ძალების აღდგენა გჭირდებათ.
ზოდიაქოს ნიშნები და მათი „შინაგანი დემონები“
კურო: საქმეების მიმდინარეობით, სავარაუდოდ, ფრიად კმაყოფილი იქნებით. მოვლენები დაგეგმილის მიხედვით განვითარდება. არაა გამორიცხული სიურპრიზები, ფულადი ჯილდო, ნაცნობობა, ქათინაურები... ამ ყველაფრის წყალობით უამრავ პოზიტივს „გამოასხივებთ“ და შესანიშნავ განწყობას ირგვლივ მყოფებს გაუზიარებთ.
ტყუპი: ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ შესაძლოა, რაღაც საკითხში გამოცდილება ან ცოდნა არ გეყოთ. ეს შეიძლება ეხებოდეს პირად ცხოვრებას, საქმეებს ან ურთიერთობებს. თუ დღეს ამას აღიარებთ, რისკებს აიცილებთ თავიდან. ერთადერთი სწორი გზაა სპეციალისტებისა და ახლობლებისთვის რჩევის კითხვა.
კირჩხიბი: საქმეები დიდი ძალისხმევის გარეშე აეწყობა კარგად. ეს ის დღეა, როდესაც თქვენი სურვილები შესაძლებლობებს დაემთხვევა. არაა გამორიცხული, რომ ბედმა სასიამოვნო სიურპრიზი, რომანტიკული შეხვედრა ან თანხის მიღება მოგიმზადოთ. თუ რამე დიდი პროექტი გაქვთ დაგეგმილი, გამოიყენეთ დღევანდელი შესაძლებლობები.
რაში იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის სექსუალობა, ანუ რითი ხიბლავენ ისინი პარტნიორებს
ლომი: არცთუ საუკეთესო დღეა სწავლის, გონებრივი სამუშაოსა და დაგეგმვისთვის, რადგან შეცდომების დაშვების დიდი რისკია. თუ მაინც მოგიწიათ გონებრივი მუშაობა, სჯობს, მათი რეალიზება არ იჩქაროთ. სახლში გაუგებრობებია მოსალოდნელია, მაგრამ სერიოზულ კონფლიქტამდე საქმე არ მივა.
ქალწული: პრაქტიკულად, არაფრის გაკეთება არ მოგიწევთ გარშემომყოფების სიმპათიის მოსაპოვებლად – ისინი ისედაც დადებითად იქნებიან თქვენ მიმართ განწყობილი. ეს ეხება სამუშაოს, ბიზნესს, მეგობრობასა თუ სიყვარულს. ასევე შეგიძლიათ ახალი საჭირო კონტაქტების დამყარება, ვინმეს მხარდაჭერის მიღება.
სასწორი: დღეს საუკეთესოდ გამოგივათ ყველაზე რთულ ამოცანებზე ფიქრი და სამომავლო გეგმების დაწყობა; თუმცა პროექტების რეალიზაციისთვის არახელსაყრელი დროა. დაჯილდოებული ხართ ანალიზის, რთული სქემების აწყობის უნარებით. ამის წყალობით შეძლებთ საფუძვლიანი გეგმების მოფიქრებას.
ზოდიაქოს ნიშნები - ოთხი დრო, ოთხი სტიქია
მორიელი: დღეს დიდ წარმატებას მოგიტანთ გარშემომყოფებთან თანამშრომლობა. დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ მოქმედება, მაგრამ საუკეთესო შედეგს ერთობლივი მუშაობით მიიღებთ. გარდა ამისა, ირგვლივ მყოფების წყალობით შეიძლება საინტერესო აზრი გაგიჩნდეთ, ან ღირებული რჩევა მიიღოთ.
მშვილდოსანი: საქმეებში წარმატებები გელოდებათ და ეს არა „ბრმა იღბლის“, არამედ თქვენი სიმტკიცის, აქტიურობისა და სხვა თვისებების დამსახურება იქნება. შეძლებთ დაბრკოლებების გადალახვას ნებისმიერ საქმეში,რომელსაც ხელს მოჰკიდებთ. ზუსტად გეცოდინებათ, რა უნდა გააკეთოთ და როგორ.
თხის რქა: გეგმების შესრულებაში შეიძლება დაბრკოლებები გაჩნდეს და თან იქაც კი, სადაც ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ გეგმები ჩაგეშლებათ. უბრალოდ, ნებისმიერი საქმის გაკეთებისთვის ჩვეულებრივზე მეტი დრო, ძალა და ენერგია დაგეხარჯებათ.
ზოდიაქოს ყველაზე ოხუნჯი ნიშნები - ტოპ-ოთხეული
მერწყული: თუ რამე არ გამოგივათ, ამაში დამნაშავე მხოლოდ თქვენ იქნებით. დღე კარგ შესაძლებლობებს გთავაზობთ, თუმცა არის რისკი, რომ ისინი არ გამოიყენოთ და საერთოდ გვერდი აუაროთ. ეს რომ არ მოხდეს, იყავით ყურადღებიანი, ენერგიული და პოზიტიურად განწყობილი.
თევზები: დღეს შესანიშნავი დიპლომატიური უნარებით იქნებით დაჯილდოებული და საერთო ენის გამონახვას ნებისმიერთან შეძლებთ, უცნობ ადამიანებთანაც კი. თუ ვინმესთან დელიკატური კითხვები გაქვთ დასასმელი, არ გადადოთ საუბარი სხვა დროისთვის. დიდი შანსია, რომ სწორად გაგიგებენ.