ისანში ავტონაწილების ბაზრობაზე ძლიერი ხანძარია - ვიდეო

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისათვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ძლიერი ხანძარია თბილისში, ისნის რაიონში.
ტელეკომპანია „პირველი არხის" ინფორმაციით, ცეცხლი ავტონაწილების ბაზრობაზე გაჩნდა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული, ასევე ადგილზე არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.