,,ისე, ონკოლოგია არის „მკვდარზე ვენოკი?” – ამ კითხვით მიმართა ტელეწამყვანმა და მსახიობმა ია ფარულავამ გადაცემა ,,ფარული კონვერტის“ სტუმარს, ექიმ გიორგი ღოღობერიძეს.
ამ კითხვამ საზოგადოება აღაშფოთა, ონკოპაციენტებს და მათ ახლობლებს კი ტკივილი მიაყენა.
,,მოიხადოს თქვენმა წამყვანმა ბოდიში საჯაროდ! და ახლავე!” – ასე მიმართა სოციალური ქსელით ტელეკომპანია „ფორმულას” ქველმოქმედმა ანა სააკაძემ, რომელიც თავად ებრძვის ამ დაავადებას.
,,ექიმი და ონკოლოგი პასუხს სულ არ უნდა უბრუნებდეს წამყვანს ასეთ კითხვაზე, არამედ მაგრად არცხვენდეს, რომ მეტი აღარ დასვას ასეთი კითხვა! ყველაფერი საღლიცინო არ არის. ია, დამიდექი წინ! გეტყვი, ვინ ვარ მე! გეტყვი, რა არის ონკოლოგია და გეტყვი, რა არის მკვდარზე ვენოკი. ფსკერი ხართ. ქიმიოთერაპიის პროცესზე გულის ამრევებიც კი”, – დაწერა ანა სააკაძემ.
ია ფარულავამ გადაცემის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი კითხვა არასწორად გაიგეს და ბოდიში მოიხადა თუ ვინმეს ამ ფრაზით გული ატკინა.
„ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ. მე მინდოდა სტერეოტიპის დამსხვრევა, უმეტესობამ კი საპირისპირო რამ დაინახა. საწყენია“, – დაწერა მსახიობმა.