მსოფლიო დღეს

თურქეთი ქვეყანაში შესვლის წესებს ცვლის: შსს განცხადებას ავრცელებს

Sputnik
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. თურქეთის ხელისუფლება მნიშვნელოვნად არბილებს რესპუბლიკაში შესვლის წესებს, აუქმებს რა PCR-ტესტის ან ანტიგენის ტესტის წარდგენის მოთხოვნას, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში იყო შემოღებული, ნათქვამია თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცირკულარში.
დღეიდან ტურისტებისთვის თურქეთის არცერთ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე აღარ იქნება საჭირო PCR-ტესტის ან ანტისხეულებზე ტესტის წარდგენა.

„1 ივნისიდან ქვეყანაში შესასვლელად არცერთ სასაზღვრო პუნქტზე აღარ მოითხოვება სერტიფიკატები PCR-ტესტის უარყოფითი შედეგით, რომელიც აღებული უნდა ყოფილიყო ქვეყანაში შესვლამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრე, ან ანტისხეულების სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი, რომელიც უნდა გაკეთებულიყო ქვეყანაში შესვლიდან 48 საათის განმავლობაში“, — ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 1000-ზე ნაკლები ახალი შემთხვევა ფიქსირდება ყოველდღიურად. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლება სისტემატურად ხსნის კოვიდ-შეზღუდვებს. ამას გარდა, 29 მაისიდან თურქეთში, გარდა საავადმყოფოებისა, ნიღბების ტარება სავალდებულო აღარ არის.