თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. შიდა ქართლში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 60 წლამდე მამაკაცია დაკავებული.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული მწყემსია.
ადგილობრივების თქმით, 11 წლის ბიჭი თანატოლებთან ერთად თამაშობდა, რა დროსაც ის მამაკაცმა მიტოვებულ შენობაში შეიტყუა და მასზე სექსუალურად იძალადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) მიმდინარეობს.
დაკავებულს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.