თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ქართულ მასმედიაში გავრცელდა.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა გახდა კახა კალაძის მოადგილის გარდაცვალების მიზეზი. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებიათ.
ადგილზე ამ დროისათვის სამართალდამცველები იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ილია ელოშვილი 47 წლის იყო, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
ელოშვილი 2017 წლიდან იყო თბილისის მერის მოადგილე. მანამდე რამდენიმე თვით ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე კი, კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრად მუშაობის პერიოდში, მისი მოადგილე იყო.