ბათუმელი მოდელი ლორენა ზოიძე, რომელმაც გასულ წელს შეყვარებულთან გივი ტაბაღუასთან ხელი მოაწერა, თუმცა ქორწილი პანდემიის გამო ამ დრომდე ვერ შედგა, ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ შვილს ელოდება.
ახლახან წყვილი პარიზიდან დაბრუნდა, თუმცა საქორწინო მოგზაურობას კუნძულზე აპირებენ. ლორენა აღნიშნავს, რომ თავად მეუღლეზე ბევრად მარტივად ემზადება სახლიდან გასასვლელად.
„რაც შეეხება იმას, რომ გოგონები ბიჭებს ღლიან შოპინგის დროს, ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა: ჩემს ქმარს ყოველთვის მე ველოდები შოპინგის დროსაც და სახლიდან გამოსვლისასაც. სადმე რომ მივდივართ, მე უცებ ვემზადები და მერე ვდგავარ და ორი საათი მას ველოდები. გოგონებმა რომ იციან ტანსაცმლის ათასჯერ გამოცვლა, ასე იცვლის და ამ ამბავში როლები გვაქვს გაცვლილი, რის გამოც ხშირად ვჩხუბობთ“, – აცხადებს მოდელი.