დღეს 2022 წლის 31 მაისია, სამშაბათი. მზარდი მთვარე ტყუპის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
დაუთმეთ დრო ახლობლებს. კარგი დღეა თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ საერთო საქმეებზე, გეგმებზე საუბარი. დაიმუხტებით დადებითი ენერგიით. დღის პირველი ნახევარი სამუშაოს დაუთმეთ, ხოლო მოგვიანებით დაისვენეთ.
ვერძი: მზად იყავით მოულოდნელობებისთვის. დიდი ალბათობით, გეგმის მიხედვით ვერ იმოქმედებთ, მოგიწევთ იმპროვიზირება. ამას კარგად გაუმკლავდებით. ეცადეთ, სერიოზულად მოეკიდოთ ნებისმიერ საქმეს. გექნებათ ურთიერთობების უკეთესობისკენ შეცვლის საშუალება.
კურო: შეძლებთ რთულ საქმეებთან გამკლავებას, პასუხების პოვნას კითხვებზე, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებდათ. ყურადღებიანი იქნებით დეტალებისადმი. ადვილად იპოვით საერთო ენას ახალ ნაცნობებთან. არაა გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
ტყუპი: შესანიშნავი დღეა ფულთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად. ენდეთ ინტუიციას - მისი წყალობით ხელიდან არ გაუშვებთ შესაძლებლობებს. კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. პირად ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის.
კირჩხიბი: გელოდებათ კარგი სიახლეები. ეს შეიძლება შეეხოს როგორც სამუშაოს, ისე პირად ურთიერთობებს, ასევე გეგმებს, რომლებზეც არავისთვის არაფერი გითქვამთ. სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ სწორად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები.
ლომი: თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიული წარმატება და განვითარება კარიერული კუთხით, მთელი ყურადღება მუშაობაზე გადაიტანეთ. დღეს ბევრ რთულ საკითხს გაუმკლავდებით. ყურადღება უნდა დაუთმოთ ასევე პირად ურთიერთობებს, გამონახეთ დრო ახლობლებისთვის.
ქალწული: კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. თქვენი იდეები ბევრს დააინტერესებს. შესაძლებელია თანხის მიღება. ეცადეთ, არ გადაიღალოთ. მოერიდეთ რთულ და დამღლელ საქმეებს. წაგადგებათ ძველ მეგობრებთან შეხვედრა. იმედს არ გაგიცრუებთ მცირე რომანტიკული მოგზაურობა.
სასწორი: ეს დღე გაძლევთ შესაძლებლობას, გულწრფელად დაელაპარაკოთ მათ, ვისთანაც ბოლო დროს უთანხმოებები გქონდათ. შეძლებთ ბევრ საკითხში გარკვევას. არ ღირს აჩქარება რამის ყიდვის დროს - ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ, თუ ისინი წინასწარ არ გქონდათ დაგეგმილი.
მორიელი: დღე, დიდი ალბათობით, მღელვარების გარეშე არ ჩაივლის, მაგრამ თქვენ არ დაიბნევით, არ გარისკავთ იქ, სადაც ეს შესაძლებელია, მიიღებთ გაწონასწორებულ გადაწყვეტილებებს. გარშემომყოფები შეიძლება თქვენს საქმეებში ჩაერიონ. ძველი მეგობრების რჩევებს ყურადღებით მოუსმინეთ.
მშვილდოსანი: თუ დიდი გეგმები გაქვთ დღეისთვის, მზად იყავით დამოუკიდებლად მოქმედებისთვის. ნებსით თუ უნებლიეთ თქვენს დახმარებას გამოცდილი მოკავშირეებიც ვერ შეძლებენ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. საღამო რომანტიკულ პაემანს დაუთმეთ.
თხის რქა: ყველაფერს რეალისტურად შეხედეთ. ბევრი რამ შეიძლება შესაძლებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ ზედმეტად ოპტიმისტურად განწყობილი არ იქნებით, მალე დაინახავთ, სად შეიძლება წარმატების მიღწევა და სად გელოდებათ მარცხი. რთულ საქმეებში ახლობლები დაგეხმარებიან.
მერწყული: აჩქარება არ ივარგებს. დილა სერიოზული საქმეებისა და გადაწყვეტილებებისთვის არ გამოდგება. დღის მეორე ნახევარი იღბლიანი იქნება. მოსალოდნელია პროფესიული წარმატებები, სასიამოვნო მოვლენები ოჯახში, შეხვედრები ძველ მეგობრებთან. ეს განწყობას აგიმაღლებთ.
თევზები: შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. გარშემომყოფებთან ადვილად გამონახავთ საერთო ენას, შეძლებთ დაძაბული ურთიერთობების განმუხტვას. სამუშაოზე წარმატებები გელოდებათ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ უფრო წარმატებული იქნება ადრე დაწყებული საქმეების დამთავრება.