თბილისი, 29 მაისი – Sputnik. ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომელშიც ათი ქართველი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას, მათ შორის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, სტარტს დღეს ტირანაში აიღებს.
კონტინენტური პირველობის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებს ორი ძალოსანი - გოდერძი ბერდელიძე და რამინ შამილიშვილი წარადგენს. გამოსვლების განრიგი ასე გამოიყურება:
29 მაისი 16:00 (55 კგ) - გოდერძი ბერდელიძე
29 მაისი 22:00 (61 კგ) - რამინ შამილიშვილი
30 მაისი 22:00 (67 კგ) - შოთა მიშველიძე და გოგა ჩხეიძე
31 მაისი 22:00 (73 კგ) - კახი ასანიძე
2 ივნისი 19:00 (89 კგ) - რეზი დავითაძე
3 ივნისს 22:00 (96 კგ) - ირაკლი გობეჯიშვილი
4 ივნისი 16:00 (102 კგ) - ირაკლი ჩხეიძე
4 ივნისი 19:00 (109 კგ) - გიორგი ჩხეიძე
4 ივნისი 22:00 (87 კგ) - ანასტასია გოტფრიდი
5 ივნისი 18:00 (+109 კგ) - ლაშა ტალახაძე
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ევროპის 2021 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მოიპოვა. ტირანაში ტალახაძისგან ახალ რეკორდებს ელოდებიან.
ევროპის ჩემპიონატზე მედლების 20 კომპლექტისთვის 39 ქვეყნის ძალოსნები იბრძოლებენ.
ჩემპიონატი 5 ივნისამდე გაგრძელდება.