თბილისი, 29 მაისი – Sputnik. თვითმფრინავი, რომელშიც 19 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა, ნეპალის ცაში გაუჩინარდა.
ნეპალის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის განცხადებით, ავიაკომპანია Tara Air-ის თვითმფრინავი ტურისტული ქალაქ პოქხარადან ქალაქ ჯომსომში მიფრინავდა.
ბოლოს თვითმფრინავი ნახეს, როდესაც ის მთა დაულაგირის მიმართულებით მიფრინავდა.
თვითმფრინავის სავარაუდო ჩამოვარდნის ადგილზე საძებნელად ვერტმფრენი გაგზავნეს, თუმცა უამინდობის გამო ოპერაცია შეჩერებულია.
მგზავრებს შორის იყო 16 ნეპალელი, ოთხი ინდოელი და გერმანიის ორი მოქალაქე.