ყვითელი ამბები

კევინ სპეისის სექსუალური ძალადობის ოთხ საქმეზე ბრალი წაუყენეს

Sputnik
ამერიკელ მსახიობს კევინ სპეისის სამ მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ოთხ შემთხვევაზე ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მსახიობ კევინ სპეისის სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
გამოცემა წერს, რომ 62 წლის მსახიობს დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ ბრალი წაუყენა 2005-2013 წლებში მომხდარ შემთხვევებზე.
2017 წლის ნოემბერში ლონდონის თეატრ Old Vic-ის ხელმძღვანელთან მსახიობის წინააღმდეგ ოცამდე ყოფილი და მოქმედი თანამშრომლის საჩივარი შევიდა. დაზარალებულთა თქმით, სპეისიმ მათზე სექსუალურად იძალადა. ინციდენტები 1995-დან 2013 წლამდე პერიოდში მოხდა.
პირველი ბრალდება სპეისის მიმართ მსახიობმა ენტონი რეპმა წამოაყენა გამოცემა „ბაზფიდისთვის” 2017 წელს მიცემულ ინტერვიუში. მან აღწერა, თუ როგორ ცდილობდა კევინ სპეისი მასთან მისთვის არასასურველი სექსუალური კავშირის დამყარებას 1986 წელს, როდესაც რეპი 14 წლის იყო.