ტესტი ფროიდისებურად: როგორ აღიქვამს თქვენი ქვეცნობიერი ცხოვრებას?

Sputnik
„Sputnik-საქართველო“ გთავაზობთ, ჩაიხედოთ თქვენი ქვეცნობიერის იდუმალ ლაბირინთებში და გაერკვეთ საკუთარ თავში.
ამისათვის: მოიმარჯვეთ კალამი და ფურცელი, გათიშეთ ლოგიკა, ჩართეთ წარმოსახვა და ჩაიწერეთ პასუხები ყველა შეკითხვაზე. ჩაწერა აუცილებელია, რათა პასუხების გაშიფრვისას ისინი არ დაგავიწყდეთ.
სხვა საინტერესო და მრავალფეროვანი ტესტები შეგიძლიათ ნახოთ აქ:

წარმოიდგინეთ, რომ:

ზღვა

ზღვის პირას დგახართ და შორეთს გასცქერით. რა შეგრძნება გეუფლებათ ამ დროს?

ტყე

თავდახრილი მიდიხართ ტყეში. რას ხედავთ ფეხქვეშ? რა განცდას გგვრით დანახული?

თოლიები

ხედავთ თოლიების გუნდს. რა შეგრძნებას იწვევს ეს სურათი თქვენში?

ცხენები

უყურებთ ცხენების რემას, რომელიც სწრაფად დაქრის. რა ემოცია გეუფლებათ?

უდაბნო

აღმოჩნდით უდაბნოში, სადაც თქვენ წინ უსასრულოდ გრძელი კედელია აღმართული - ბოლო არ უჩანს. ერთ ადგილზე კი პატარა ხვრელია გამოთხრილი, საიდანაც ოაზისი მოჩანს. რას მოიმოქმედებთ?

წყალი

უდაბნოში დაეხეტებით და მოულოდნელად წყლით სავსე სურას პოულობთ. რას გააკეთებთ?

სახლი ტყეში

ღამე ტყეში გზა აგებნათ. ხედავთ სახლს, რომელშიც შუქი ანთია. როგორ მოიქცევით?

ნისლი

ძლიერ ნისლში მოჰყევით. ნისლი იმდენად სქელია, რომ კაცი თვალთან თითს ვერ მიიტანს. რას იზამთ?

გაშიფრეთ ტესტის პასუხები

პასუხი პირველ შეკითხვაზე ასახავს თქვენს დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი, თქვენს ემოციებსა და სურვილებს.
პასუხი მეორე შეკითხვაზე ასახავს მდგომარეობას, როგორც გრძნობთ თავს ოჯახში.
პასუხი მესამე შეკითხვაზე — ეს თქვენი დამოკიდებულებაა ქალებისადმი.
პასუხი მეოთხე შეკითხვაზე — ასეთია თქვენი დამოკიდებულება მამაკაცებისადმი.
პასუხი მეხუთე შეკითხვაზე — ასეთია თქვენი სტრატეგია პრობლემების გადაჭრისას.
პასუხი მეექვსე შეკითხვაზე მიუთითებს, როგორ არჩევთ სექსუალურ პარტნიორს.
პასუხი მეშვიდე შეკითხვაზე გაგარკვევთ, რამდენად ხართ მზად ქორწინებისა და ოჯახის შექმნისთვის.
პასუხი მერვე შეკითხვაზე — ასეთია თქვენი დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ.