მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა ფეხმძიმედაა. მსახიობი და მისი მეუღლე პირველ შვილს ელოდებიან.
ნანუკა ჟურნალ „გზასთან“ აცხადებს, რომ პლასტიკური ოპერაცია ჯერჯერობით არ აქვს გაკეთებული. დიდი სიამოვნებით გაიკეთებდა წვივების დათხელებას, თუმცა ამის ოპერაცია არ კეთდება.
„მთელი ცხოვრებაა ვდიეტობ და იმ შედეგამდე ვერ მივედი, თხელ წვივებზე რომ დაქიქინობენ, ასეთი გოგო ვერ გავხდი. ყველა მეუბნებოდა, რას იგონებ, რაში გჭირდებაო, მაგრამ სწორედ მაგას ვამბობ: შენ რომ გგონია, გასაკეთებელი გაქვს და ცვლილება გაგაბედნიერებს, აუცილებლად უნდა გაიკეთო. ახლა ერთ-ერთმა არაჩვეულებრივმა ქართველმა სპეციალისტმა დამაიმედა, გავაკეთებო. როცა პატარას გავაჩენ, მერე ალბათ საუკუნე დამჭირდება, ფორმაში რომ ჩავდგე და სასურველ შედეგს მივაღწიო, შემდეგ კი ნანატრ პლასტიკურ ოპერაციას გავიკეთებ“, – ამბობს მსახიობი.