ჟორჟინა როდრიგესი მშობიარობის შემდეგ პირველად გამოჩნდა. ის კანის კინოფესტივალზე ფილმ „ელვისის“ ჩვენებაზე მივიდა.
28 წლის ვარსკვლავს ვერცხლისფერი კაბა ამშვენებდა, რომელსაც ფეხზე ღრმა ჭრილი ჰქონდა. Ali Karoui Couture-ის კაბას მან მწვანეთვლიანი საყურე და სამაჯური შეუხამა.
შეგახსენებთ, გასულ თვეში ჟორჟინასა და კრიშტიანუ რონალდუს ახალშობილი ტყუპი ქალ-ვაჟიდან ბიჭუნა დაეღუპათ.
კრიშტიანუ რონალდუს პირადი ცხოვრება ისეთივე პოპულარულია და განხილვის თემაა, როგორც მისი საფეხბურთო კარიერა. პორტუგალიელს ურთიერთობა ბევრ მიმზიდველ ქალბატონთან ჰქონდა, რომელთაგან ყველაზე ცნობილი ირინა შეიკი იყო, თუმცა მისი გულის მოგება საბოლოოდ მხოლოდ ჟორჟინა როდრიგესმა მოახერხა.
როგორც ცნობილია, რონალდუს შვილები - კრიშტიანუ ჯუნიორი და ტყუპები მატეო და ევა სუროგატმა დედებმა გაუჩინეს, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, როცა კრიშტიანუს ცხოვრებაში ჟორჟინა გამოჩნდა, რომელთანაც მას უკვე ორი ქალიშვილი აერთიანებს - პატარა ალანა და ახალშობილი ესმერალდა.