თამარ გაბუნია ჯანმოს ასამბლეაზე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

წლევანდელი ჯანდაცვის ასამბლეის თემაა „ჯანმრთელობა მშვიდობისთვის, მშვიდობა ჯანმრთელობისთვის“.
Sputnik
თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ჟენევაში მიმდინარე მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე „ა“ კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
აღნიშნული კომიტეტი ასამბლეაზე წარდგენილ ანგარიშებსა და რეზოლუციებს განიხილავს და ამტკიცებს. მის შემადგენლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყანა შედის (194 სახელმწიფო - რედ.).
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით 75-ე ასამბლეა 22 მაისს გაიხსნა და მასზე სიტყვით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილიც გამოვიდა. წლევანდელი ჯანდაცვის ასამბლეის თემაა „ჯანმრთელობა მშვიდობისთვის, მშვიდობა ჯანმრთელობისთვის“.
კვირის ბოლომდე დელეგატები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები, პარტნიორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალური საკითხების მიმდინარე და სამომავლო პრიორიტეტებს განიხილავენ.
წყარო - ტელეკომპანია „იმედი“.