პროდიუსერი კახა მამულაშვილი თვლის, რომ ქვეყანაში ლელა წურწუმიაზე უკეთესი მომღერლებიც არიან.
როგორც „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის პრაიმტაიმში“ პროდიუსერმა განაცხადა, ქვეყანაში წურწუმიაზე ბევრად კარგად მღერიან, თუმცა სიმღერა ადამიანთა განწყობების შესაბამისად იყიდება.
„ლელა წურწუმიაზე უკეთესი მომღერლები ხომ არიან საქართველოში?! ვოკალურად უფრო კარგად მღერიან, მილიონი ნიუანსია. შოუბიზნესი ის არის, სადაც შენ თვითონ ცირკულირებ. სიმღერა ადამიანთა განწყობების შესაბამისად იყიდება, ის იმ მომენტში უნდა მიაწოდო ისე, როგორც ეს მსმენელს სჭირდება. გეუბნებით, შოუბიზნესზე რომ ამბობთ, არ არსებობსო, ესაა გასაკეთებელი“, – აღნიშნა პროდიუსერმა.