COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალ დონეზე რჩება

ამ დროისათვის ქვეყანაში ხელმისაწვდომია Pfizer-ის, Sinopharm-ის, Sinovac-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები.
Sputnik
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოში ბოლო კვირაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2.533 აცრა ჩატარდა, იუწყება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

რაც შეეხება ბოლო სტატისტიკას, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2.891.402 აცრა. ორი დოზით ვაქცინირებულია 1.266.826 ადამიანი – 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 44,1%. ე.წ. ბუსტერ-დოზა ჩატარებული აქვს 252.360 ადამიანს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა, რომელიც ქრონიკული დაავადებების მქონე და 50 წელს ზემოთ პირებისთვისაა რეკომენდებული, 4 ათასზე მეტ ადამიანს აქვს გაკეთებული.
12-15 წლის წლის მოზარდებში სრულად ვაქცინირებულია 3.410 (1,92%) პირი. 16-17 წლის მოზარდებში ვაქცინის ორი დოზა გაკეთებული აქვს 11.263 (13,88%) ადამიანს.
ვაქცინის ჩატარების მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ვებ-გვერდზე Booking.moh.gov.ge ან „ცხელ ხაზზე“ – 1522. საქართველოში ვაქცინის გაკეთება რეგისტრაციის გავლის გარეშეცაა შესაძლებელი. ამისთვის პირს შეუძლია ნებისმიერ ვაქცინაციის პუნქტს მიმართოს.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაცია მცირე წყვეტის შემდეგ 6 აპრილიდან განახლდა – 5 აპრილს ქვეყანამ 250 ათასი დოზა ვაქცინა მიიღო.
ამ დროისათვის ქვეყანაში ხელმისაწვდომია Pfizer-ის, Sinopharm-ის, Sinovac-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები.