ყვითელი ამბები

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა საკუთარ სახლში რეალითი შოუ გადაიღეს

Sputnik
კომპანია Netflix გამოუშვებს დოკუმენტურ სერიას რეალითი შოუს ელემენტებით პრინც ჰარის და მეგან მარკლის ცხოვრებაზე. ის გამოვა 2023 წელს, ან, შესაძლოა, 2022 წლის ბოლოს, იტყობინება Page Six.
ყვითელი ამბები
კოცნა სცენაზე და დაუვიწყარი ემოციები - პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დაბრუნდნენ
პროექტის გადაღებები სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას სახლში კალიფორნიაში მიმდინარეობდა. გარდა ამისა, შოუს ავტორები ჰარისთან და მეგანთან ერთად ნიუ-იორკში გასული წლის სექტემბერშიც იმყოფებოდნენ.
კონკრეტულად როდის გამოჩნდება პროექტი სტრიმინგ პლატფორმაზე და წყვილის ცხოვრების რომელ სფეროებს შეეხება, ჯერჯერობით უცნობია. გამოცემის წყაროები ირწმუნებიან, რომ Netflix-ი დაჟინებით მოითხოვს სერიალის გამოშვებას პრინცის ავტობიოგრაფიულ წიგნთან ერთად. ამ პროექტის გარდა, Netflix-ზე კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი უნდა გამოვიდეს პრინც ჰარის და მეგან მარკლის მონაწილეობით.
ის ფაქტი, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ითანამშრომლებდნენ სტრიმინგ პლატფორმა Netflix-თან, ცნობილი გახდა 2020 წლის სექტემბერში.