მკვლელობა და დაჭრა კახეთში: ბრალდებულზე ძებნა გამოცხადდა

ბრალდებულმა სანადირო თოფით ორი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა.
Sputnik
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თელავში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 21 მაისს თელავის რაიონის სოფელ აკურაში ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით სანადირო თოფით ორი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორეს გადარჩენა დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა სროლის შედეგად ასევე საფრთხე შეუქმნა შემთხვევის ადგილზე მყოფი ორი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ბრალდებულ ი.გ.-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19–109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
წყარო - საქართველოს პროკურატურა