ყვითელი ამბები

„სამი წელი ვცხოვრობდი ადამიანთან, ოჯახი გვქონდა, მაგრამ...“ - რა შეემთხვა ლენუკა ყიფშიძეს?

Sputnik
ცნობილი მსახიობის შვილი ლენუკა ყიფშიძე აცხადებს, რომ გამძაფრებული წინათგრძნობა აქვს, მათ შორის, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებითაც.

„სამი წელი ადამიანთან ერთად ვცხოვრობდი, ოჯახი გვქონდა, მაგრამ შინაგანად ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩვენ რაღაც არ გამოგვივიდოდა. იმიტომ კი არა, რომ ეს ადამიანი არ მიყვარდა, ან ერთმანეთს ვერ ვუგებდით. პირიქით, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შინაგანად, სადღაც კუთხიდან პატარა ლენუკა მეუბნებოდა, რომ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებოდით“, – ამბობს მოდელი ჟურნალ „თბილისელებთან“.

ყვითელი ამბები
„მადლობა ღმერთს, გადავრჩი...“ – ლენუკა ყიფშიძეს ავტოავარია შეემთხვა
მისი თქმით, როცა ურთიერთობაში პრობლემებია, მაშინ ამაზე ფიქრი არ არის გასაკვირი, მაგრამ როცა კარგად ხართ და მაინც შიგნიდან რაღაც არ გასვენებს, მერე ის გინგრევს ყველაფერს.

„თან, პასუხი არც მქონდა, რატომ არ უნდა გამოსულიყო. არადა, შინაგანი მე მეუბნებოდა, რომ ჩვენს მომავალს ვერ ხედავდა“, – ამბობს ლენუკა.