თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საუდის არაბეთის ავიაკომპანია flyadeal იუწყება სამეფოს ისტორიაში პირველი ავიარეისის შესახებ, რომელიც მთლიანად ქალთა ეკიპაჟის მიერ შესრულდა.
„Flyadeal-მა განახორციელა საუდის არაბეთის ისტორიაში პირველი რეისი მთლიანად ქალთა ეკიპაჟის შემადგენლობით, რომლის წევრთა უმრავლესობა სამეფოს მოქალაქეები არიან“, - იუწყება ავიაკომპანია Twitter-ში, სადაც აქვეყნებს ეკიპაჟის ფოტოს, რომელის შვიდი გოგონასგან შედგება.
რეისი შესრულდა უახლესი თვითმფრინავით Airbus A320 ერ-რიადიდან ჯედას მიმართულებით, დააზუსტეს კომპანიაში.
იმ მომენტიდან, როცა სამეფოს სადავეები გადაეცა მეფეს ვაჟს, პრინც მოჰამედ ბინ სალმანს, საუდის არაბეთში სწრაფი ცვლილებები დაიწყო, პირველ რიგში ეს საზოგადოებაში ქალთა როლს შეეხო. ქალებს დართეს ნება მართონ მანქანა, ეწვიონ სტადიონებს სპორტული მატჩების საყურებლად, იმსახურონ ჯარში და პოლიციაში.