თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ნორვეგიამ ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან მიღებული მოგება უკრაინას უნდა გაუზიაროს, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ.
„ნორვეგიის დამატებითი მოგება ნავთობიდან და გაზიდან 100 მილიარდ ევროს გადააჭარბებს. ეს არის არაპირდაპირი მოგება პუტინის მიერ წამოწყებული ომიდან", - განაცხადა მორავიეცკიმ კვირას პოლონელ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე.
მისი აზრით, ნორვეგიამ „დაუყოვნებლივ უნდა გაიუზიაროს“ უკრაინას ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან მიღებული ზედმეტი მოგება. მორავიეცკიმ ენერგომატარებლებიდან დამატებითი მოგების მიღება მათზე ფასების ზრდის ფონზე „პუტინის მიერ პროვოცირებულ ომზე გამდიდრებად“ შეაფასა.
„ძვირფასო ნორვეგიელო მეგობრებო, ეს უსამართლობაა“, - აღნიშნა მან.
მორავიეცკის სიტყვებს ზოგიერთი პოლონელი პოლიტიკოსის მხრიდან ირონია მოყვა.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.