დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 მაისი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 22 მაისია, კვირა. კლებადი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
გწამდეთ საკუთარი თავის და ეს დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, ემოციური ფონი რამდენადმე დაიძაბოს, პირქუშმა აზრებმა განწყობა გაგიფუჭოთ. ამ დროს სეირნობა და გარემოს გამოცვლა დაგეხმარებათ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 მაისი>>
ვერძი: დღე ფინანსური საკითხების გადაჭრით დაიწყეთ. შესაძლებელია მომგებიანი გარიგებები, რამის ყიდვა იღბლიანად, თანხის მიღება. კარგი დღეა პირადი ურთიერთობების თვალსაზრისითაც. შეგიძლიათ შეხვდეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანს. შეძლებთ ოჯახური პრობლემების გადაწყვეტას.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ
კურო: დღის პირველი ნახევარი განსაკუთრებულად იღბლიანია, ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები ამ დროს გააკეთეთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება ემოციური ფონი დაძაბული გახდეს, გაგიფუჭდეთ განწყობა. კარგი იქნება ძველ მეგობრებთან შეხვედრა. ეს ხასიათს გამოგიკეთებთ და გაგახარებთ.
ტყუპი: შეხვდით ძველ ნაცნობებს, შესაძლოა, მათ თქვენთვის კარგი სიახლეები და საინტერესო წინადადებები ჰქონდეთ. კარგი დღეა საოჯახო საქმიანობისთვის. ეს დამღლელი არ იქნება თქვენთვის. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიაცმოვნო სიურპრიზები, საჩუქრების მიღება.
კირჩხიბი: მოემზადეთ მრავალ კითხვაზე პასუხების გასაცემად – დღეს ყველას დააინტერესებს თქვენი ამბები – რას აპირებთ, რას გეგმავთ. ასევე ბევრი იქნება დაუკითხავად მოცემული რჩევებიც, რომელთა შორის საკმაოდ სასარგებლო რეკომენდაციებიც შეიძლება აღმოაჩინოთ.
„დრამის დედოფლები" - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შექსპირისეული სცენის გათამაშება უყვართ
ლომი: ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. საერთო ენას გამონახავთ მათთანაც კი, ვისთანაც კონტაქტი ყოველთვის გიჭირდათ. შესაძლოა, ბოლო მოუღოთ ოჯახურ უთანხმოებებს. დილა შესანიშნავი დროა საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად, საღამო კი – ფინანსური საკითხების გადასაჭრელად.
ქალწული: ყურადღება მიაქციეთ უჩვეულო და უცნარუ იდეებს, რომლებიც დღეს გაგიჩნდებათ. შესაძლოა, პასუხები იპოვოთ კითხვებზე, რომლებიც აქამდე გადაუჭრელი გეჩვენებოდათ. შესაძლებელია მცირე ოდენობის თანხის მიღება, რაც საოჯახო, ყოფითი პრობლემების გადასაწყვეტად გამოგადგებათ.
სასწორი: ბევრი რამ გაქვთ გასაკეთებელი. ყველაფერს გაუმკლავდებით, თუ თანმიმდევრულად იმოქმედებთ და ყველა საკითხის ერთდროულად გადაწყვეტას არ ეცდებით. ფრთხილად იყავით ფულთან დაკავშირებით – სადაც საქმე ფინანსებს ეხება, იქ შეიძლება ილუზიებსა და ცრუ ოცნებებს აჰყვეთ.
ღვინოსავით: რაც უფრო ძველია, უფრო კარგია - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ლამაზად ბერდებიან
მორიელი: საყიდელი თუ გაქვთ რამე, არ გადადოთ, რადგან ამისთვის დღის პირველი ნახევარი საუკეთესო დროა. იგივე ეხება ნებისმიერი ფინანსური საკითხის გადაწყვეტას. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი პერიოდია ურთიერთობებისთვის. იმედს არ გაგიცრუებთ რომანტიკული პაემანი.
მშვილდოსანი: უსაქმურად ყოფნა არ მოგინდებათ და ეს ძალიან კარგია – შესანიშნავი დღეა საქმიანობის, მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრისთვის, მგზავრობისთვის/ დღის მეორე ნახევარი სამომავლო გეგმების დაწყობას დაუთმეთ. გაჩნდება შესაძლებლობა, დაინახოთ ის, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდით.
თხის რქა: დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია უთანხმოებები, კამათი, მაგრამ ნერვიულობა არ ღირს, რადგან სერიოზულ კონფლიქტს არ დაუშვებთ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ფულთან და ქონებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა. საღამოს გაგახარებთ მონატრებულ ახლობელთან შეხვედრა.
ზოდიაქო: ვინ მოგცემთ საუკეთესო რჩევას?
მერწყული: არ გადადოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და საუბრები – ამისთვის დღის პირველი ნახევარი საუკეთესო დროა. საერთო ენის გამონახვას სხვადასხვა ტიპის ადამიანთან შეძლებთ. არაა გამორიცხული, რომ ახალი მეგობრები შეიძინოთ, ასევე დაიწყოს ახალი რომანტიკული ისტორია.
თევზები: დილით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის კარგი დრო არ არის, რადგან შეიძლება ემოციებს აჰყვეთ ან დასკვნების გამოტანა იჩქაროთ. ასევე არახელსაყრელი დროა ურთიერთობებისთვის. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდი და ხელსაყრელი იქნება, ყველაფერი დალაგდება.