თბილისი, 22 მაისი – Sputnik. აჭარაში, სოფელ ბოძაურში, ხის სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხანდაზმული ქალი გარდაიცვალა, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მეზობლების თქმით, ხანძრის დროს ერთსართულიან სახლში შვიდი ოჯახის წევრიდან ორი იმყოფებოდა. მეზობლებმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან შშმ პირის გამოყვანა შეძლეს, მაგრამ 72 წლის ქალს დახმარება ვერ აღმოუჩინეს.
შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველების შემდეგ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებიც ოჯახს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.
სპეციალისტები ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ.