თბილისში ელდარ შენგელაიას ფილმის პრემიერა გაიმართა

საკულტო რეჟისორმა ფილმი თავისუფლებაზე მიუძღვნა თავის გარდაცვლილ ძმას, გიორგი შენგელაიას
Sputnik
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. მოკლემეტრაჟიანი ფილმ „ჩიტების“ პრემიერა, რომელიც ქართველმა რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ გარდაცვლილი ძმის, გიორგი შენგელაიას ხსოვნას მიუძღვნა, დედაქალაქის კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა.
მოკლემეტრაჟიანი ფილმი „პირველი არხის“ თანადაფინანსებით გადაიღეს. ფილმი, რომელიც ორი მეგობრის ისტორიას მოგვითხრობს, თავისუფლების იდეაზეა აგებული.
კინორეჟისორები, ძმები ელდარი (მარცხნივ) და გიორგი შენგელაიები
ფილმის სცენარი ამირან დოლიძეს ეკუთვნის, მუსიკა - დათო ევგენიძეს. ფილმში პაატა მოისწრაფიშვილი და ტრისტან სარალიძე მონაწილეობენ.
შენგელაიას ახალი ნამუშევრის ტელეპრემიერას მაყურებელი 26 მაისს, 23:00 საათზე, „მოამბის“ დასრულების შემდეგ იხილავს.
საქართველოს „პირველი არხის“ გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილი აღნიშნა, რომ არხი ძალიან ამაყია, რომ ელდარ შენგელაიას ფილმის თანამონაწილეა.
ელდარ შენგელაია 1933 დაიბადა თბილისში. 1958 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1957-1959 წლებში კინოსტუდია „მოსფილმის", ხოლო 1960 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის" კინორეჟისორია. ელდარ შენგელაიამ გადაიღო ისეთი საკულტო ფილმები, როგორიცაა „თეთრი ქარავანი" (1964), „არაჩეულებრივი გამოფენა"(1969), „შერეკილები" (1973), „სამანიშვილის დედინაცვალი" (1977), „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1983).