თბილისი, 21 მაისი — Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანი მოკლეს, ორი კი დაჭრეს. ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.
შემთხვევა სოფელ აკურაში რამდენიმე საათის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა, რა დროსაც სანადირო თოფიდან გასროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაიჭრა.
ერთ-ერთი დაჭრილი გარდაცვლილის ძმაა.
დაჭრილები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.