ყვითელი ამბები

რიანა დედა გახდა - დეტალები

მომღერალი რეპერს რამდენიმე წელია ხვდება.
Sputnik
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბარბადოსელი მომღერალი რიანა 13 მაისს დედა გახდა, მას და რეპერ ასაპ როკის ვაჟიშვილი ლოს-ანჯელესში შეეძინათ.
ყვითელი ამბები
გოგო, თუ ბიჭი? – რიანა და მისი შეყვარებული პირველ შვილს ელოდებიან
Page Six-მა რიანას ორსულობის შესახებ ინფორმაცია იანვრის ბოლოს გაავრცელა, მას შემდეგ, რაც 34 წლის მომღერლის ფოტოები გავრცელდა, სადაც ორსული რიანა 33 წლის როკისთან ერთად ჰარლემში სეირნობდა.
რიანა და რეპერი ერთმანეთს 2020 წლის დასაწყისიდან ხვდებოდნენ. მათ რომანი საჯაროდ იმავე წლის ნოემბერში გამოაცხადეს.