საქართველოს მთავრობა IDS Borjomi-ს წინადადებას სწავლობს

თუ მთავრობა წინადადებას დათანხმდება, ქარხნებში განახლდება მინერალური წყლის წარმოება, იუწყება კომპანია.
Sputnik
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო აქციების წილის მთავრობისთვის გადაცემის შესახებ IDS Borjomi International-ის წინადადების შესწავლას შეუდგა, იუწყება „პირველი არხი" სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
კომპანიამ IDS Borjomi Georgia 19 მაისს მაკონტროლებელი კომპანია DS Borjomi International-ის სახელით გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ კომპანია მზადაა თავისი წილის ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს მთავრობას. კომპანიაში აღნიშნეს, რომ თუ მთავრობა ამას დათანხმდება, ქარხნებში მინერალური წყლის წარმოება განახლდება.

„დღეს კომპანია IDS Borjomi International-ის წარმომადგენელმა ნამდვილად შემოიტანა სამინისტროში განცხადება. მისი შესწავლა უკვე დაიწყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საბოლოო დასკვნისთვის მოსამზადებლად ის იუსტიციის სამინისტროს გადაეგზავნა“, – განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.

საინისტროს ცნობით, უფრო მეტი დეტალი შედეგების მიღებისთანავე გასაჯაროვდება.
აპრილის ბოლოს კომპანიამ IDS Borjomi უკრაინაში შექმნილი სიტუაციით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა. მუშებს ახალი პირობები შესთავაზეს, რასაც მათი ნაწილი არ დაეთანხმა და საპროტესტო აქცია დაიწყო. შედეგად 49 ადამიანი გაათავისუფლეს.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში.
„IDS​ ბორჯომი“ საქართველოს მთავრობას კომპანიაში წილს სთავაზობს
ამჟამად IDS Borjomi International-ში შედიან: IDS Borjomi Georgia (საქართველო), IDS Group Ukraine (უკრაინა), IDS Borjomi Russia (რუსეთი), IDS Borjomi Azerbaijan (აზერბაიჯანი), IDS Borjomi Belarus (ბელარუსი) და IDS Borjomi Europe (ლიეტუვა).
კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.