ყვითელი ამბები

„მაშოს ცხოვრებაში აუცილებლად ჩავერევი...“ - სალომე გოგიაშვილი შვილებზე საუბრობს

სალომე გოგიაშვილი მრავალშვილიანი დედაა.
Sputnik
ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი აცხადებს, რომ ვაჟების ცხოვრებაში ჩარევას არ აპირებს, განსხვავებით გოგონასგან, რადგან იცის, რა ადვილია ქალის მოტყუება.
როგორც გოგიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ამბობს, მისთვის მთავარია, რომ მისი შვილები ბედნიერები იყვნენ.

„მე მომეწონება თუ არა მისი არჩევანი, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ნათქვამი მაქვს ბავშვებისთვის, რომ მე ბიჭების ცხოვრებაში არ ვერევი, მაგრამ მაშოს ცხოვრებაში აუცილებლად ჩავერევი, იმიტომ რომ გოგოა და მე ვიცი, რამდენად ადვილია ქალის მოტყუება. ხოლო კაცს რომ დედა აგირჩევს ცოლს, ეს ჩემთვის ძალიან მიუღებელია“, – ამბობს სალომე გოგიაშვილი.