ყვითელი ამბები

„ჩემი ცხოვრების კიდევ ერთ, ახალ ეტაპს ვიწყებ“ - მაია ასათიანი სიახლეებზე საუბრობს

მაია ასათიანის ცხოვრებაში სიახლეა.
Sputnik
ჟურნალისტი მაია ასათიანი „მაია ასათიანის ტელე-ჟურნალისტიკის სახელოსნოში“ მომავალ ჟურნალისტებს თავის ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი განცხადებით, დღეს თავისი ცხოვრების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი დაიწყო.
„დღეს ჩემი ცხოვრების კიდევ ერთ, ახალ ეტაპს ვიწყებ. ახლა, როცა ქვეყანაში თავისუფალი მედიის ყოფნა–არყოფნის საკითხი წყდება, მგონია, რომ ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო – ჟურნალისტების ახალ თაობასთან!“ – დაწერა მაია ასათიანმა.