ყვითელი ამბები

„ამასაც გამოეკიდება ხალხი“ - რატომ არ ცხოვრობენ ბავშვები თი მაჭავარიანთან

თი მაჭავარიანი საზოგადოებამ TIkTok-დან გაიცნო.
Sputnik
„ბავშვები არ ცხოვრობენ ჩემთან“, – განაცხადა ტიკტოკერმა თი მაჭავარიანმა და ამის მიზეზად ფინანსური პრობლემები დაასახელა.
„გეშინიათ, რომ თქვენი შვილები მამასთან ცხოვრებას ამჯობინებენ?“ – „სიცრუის დეტექტორის”ამ კითხვას მაჭავარიანმა დადებითი პასუხი გასცა და შემდეგ ვრცელი განმარტებაც მოაყოლა.

„ბავშვები არ ცხოვრობენ ჩემთან ჩემი ფინანსური პრობლემების გამო, ამ ეტაპზე. ყოფილა ჩემი შვილებისგან მსგავსი რეპლიკები, რომ დედას მანქანა არ ჰყავს, დედას თავისი სახლი არ აქვს. ხედავენ განსხვავებას დედასა და მამას შორის, რასაც ხედავენ, იმას გამოხატავენ ამ კუთხით. ჩემს უფროს გოგოს რამდენიმე დღის წინ ვუთხარი, რომ „სიცრუის დეტექტორში“ მოვდიოდი. რატომ მიდიხარო და იმიტომ, რომ მინდა ფული მოვიგო-მეთქი. მაგდენ ფულს ვერ მოიგებ, სახლი ვიყიდოთო. მაგის გამო არ არიან ახლა ჩემთან. ბევრი იტყვის, მეც არ მაქვს შემოსავალი, მაგრამ ბავშვები მაინც ჩემთან ცხოვრობენო, ამასაც გამოეკიდება ხალხი“, – განმარტა თიმ.

ყვითელი ამბები
„ეს „ბო**რია?“ – თი მაჭავარიანი საზოგადოებას მიმართავს
მისი თქმით, სანამ ფინანსური პრობლემები შეექმნებოდა, მაშინ ყველაფერი დალაგებული იყო – სამსახურიც ჰქონდა, კარგად გამოიმუშავებდა თანხას და იმ პერიოდში ორი კვირა მასთან იყვნენ ბავშვები და ორი კვირა მამასთან.
„შემდეგ სამსახურიდან წამოვედი, როდესაც მე და ჩემი ყოფილი შეყვარებული დავშორდით, და ამის შემდეგ ისე აირია ფინანსურად ყველაფერი, რომ ფიზიკურად აღარ მქონდა შესაძლებლობა, რომ სამი შვილი ჩემთან ერთად ქირით მყოლოდა“, – ამბობს თი მაჭავარიანი და ამატებს, რომ სარეკლამო შემოთავაზებებს რიგი კომპანიებისგან არ იღებს, რადგან მისთვის მორალურად მიუღებელია.