დღეს 2022 წლის 17 მაისია, სამშაბათი. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები, მცირე გაუგებრობები, უიღბლო თანხვედრები. მაგრამ ნერვიულობა არ ღირს, რადგან მთლიანობაში დღეს პოზიტიური ტენდენციების გავლენა ჭარბობს, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში.
ვერძი: სჯობს, მნიშვნელოვან საქმეებს დილითვე შეუდგეთ. ეს ნაყოფიერი პერიოდია. შესაძლებელია დაგროვებული საკითხების გადაწყვეტა, საორგანიზაციო მიმართულებით მუშაობა. დღის მეორე ნახევარში უპრიანია დასვენება. არ გადაიღალოთ. მოიფიქრეთ, რა საქმიანობა აგიმაღლებთ განწყობას.
კურო: ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი, ამიტომ სწრაფად იმოქმედეთ. საბედნიეროდ, დაგეხმარებიან ირგვლივ მყოფები. კარგი დროა არაფორმალურ გარემოში ურთიერთობებისთვის. საღამოს მოახლოებასთან ერთად უფრო მეტად დაფიქრდებით მომავალზე და გეგმებს დიდი ენთუზიაზმით დააწყობთ.
ტყუპი: მშფოთვარე დღეა. ბევრია გასაკეთებელი და შეიძლება პრიორიტეტების განაწილება გაგიჭირდეთ. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას და არა გარშემომყოფების რჩევებს. კარგი დღეა შეყვარებულებისთვის – რომანტიკული პაემანი იღბლიანი იქნება. შეგიძლიათ ერთობლივი გეგმების დაწყობა.
კირჩხიბი: მოქმედება დილითვე დაიწყეთ. გექნებათ საჭირო გამოცდილების შეძენის შანსი. ეცადეთ, ყურადღება მიაქციოთ მცირე დეტალებს; არ მოგერიდოთ კითხვების დასმა იმაზე, რაც გაინტერესებთ. ცნობისმოყვარეობის წყალობით შეიძლება ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ.
ლომი: ნუ ეცდებით, რამდენიმე საქმე ერთდროულად გააკეთოთ – არის შეცდომის დაშვების რისკი. იმოქმედეთ თანმიმდევრულად. გელოდებათ სასიამოვნო ნაცნობობა. დიდია ალბათობა ახალი, ემოციური რომანტიკული ურთიერთობების დაწყების. ფულთან დაკავშირებით სიფრთხილე გმართებთ.
ქალწული: დღის დასაწყისში იფრთხილეთ. არცთუ საუკეთესო დროა სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად. ყურადღებით იყავით საქმიან ურთიერთობებში – ყველას ნუ ენდობით. დღის მეორე ნახევარი იღბლიანი იქნება. ასევე ხელსაყრელი პერიოდია პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით.
სასწორი: კარგად ჩაივლის როგორც საქმიანი, ისე პირადი შეხვედრები. ადვილად გამონახავთ საერთო ენას განსხვავებული ტიპის ადამიანებთან და შეძლებთ მათთან შეთანხმებას. ჩვეული საქმეების გაკეთება, შესაძლოა, რთულად წარიმართოს, მაგრამ მაინც შესანიშნავად გაუმკლავდებით.
მორიელი: დილით მცირე გამარჯვებებისთვისაც კი დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. მაგრამ უარი არ თქვათ გეგმებზე – მალე ცხადი გახდება, რომ შეგიძლიათ ჩანაფიქრის განხორციელება. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ურთიერთობებისთვის. კარგად ჩაივლის როგორც საქმიანი, ისე პირადი შეხვედრები.
მშვილდოსანი: დილით მოერიდეთ უაზრო კამათს, ხანგრძლივ საუბრებს თემებზე, რომლებიც არ გაინტერესებთ. კარგი იქნება, თუ მთელ გულისყურს მნიშვნელოვან საქმეებზე გადაიტანთ. დღის მეორე ნახევარი ბევრად მშვიდად ჩაივლის. ბევრი გაიგებს კარგ სიახელს. ზოგს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდება.
თხის რქა: დღის დასაწყისში მცირე სირთულეებია მოსალოდნელი, მაგრამ ნერვიულობა არ ღირს – მალე ყველაფერი დალაგდება. გადადეთ მნიშვნელოვან თემებზე საუბარი, ფინანსებთან და ქონებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა – მოგვიანებით უფრო ხელსაყრელი დრო დადგება ამისთვის.
მერწყული: დაიწყეთ დღე ყველაზე მნიშვნელოვანითა და სერიოზულით. პოზიტიური ტენდენციების გავლენა დილით განსაკუთრებით ძლიერი იქნება. დღის მეორე ნახევარი ყოველდღიური საქმეებისთვის გამოიყენეთ, მაგრამ გაითვალისწინე, რომ ყველაზე მარტივ ამოცანასაც სერიოზულად უნდა მიუდგეთ.
თევზები: დღის დასაწყისში ფრთხილად იყავით – ცუდი დროა ნაჩქარევად სერიოზული გადაწვეტილებების მისაღებად. სამუშაო საკითხების განხილვისას ყურადღება გმართებთ, რადგან არაა გამორიცხული, ვინმემ თქვენი შეცდომაში შეყვანა მოინდომოს. საღამო კარგი დროა რომანტიკული შეხვედრისთვის.