გენეტიკა — მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის მემკვიდრეობითობას. გენები განსაზღვრავს ჩვენს მოცემულობას, შესაძლებლობებს, მიდრეკილებებს.
ხშირად გვესმის ფრაზები: „მამის ალი-კვალია“, „გამოხოხებული დედაა“ და ა.შ. მთლად ასე მარტივად არ ყოფილა საქმე…
მაშ ასე, რა გადაეცემა შვილს მამისგან და რა – დედისგან:
• ინტელექტი მამისგან ვაჟს არ გადაეცემა. ანუ თუ გენიოსი ბრძანდებით, თქვენი ვაჟი 100%-ით თქვენს გენებს მემკვიდრეობით არ მიიღებს.
• იდიოტიზმი მამისგან ვაჟს არ გადაეცემა. თუ კრეტინი ბრძანდებით, თქვენი ვაჟი თქვენნაირი იდიოტი არ იქნება (გილოცავთ).
• მამის ინტელექტი შეიძლება მხოლოდ ქალიშვილს გადაეცეს. და ისიც მხოლოდ ნახევრად.
• ინტელექტის მემკვიდრეობით მიღება მამაკაცს მხოლოდ დედისგან შეუძლია, რომელიც მან, თავის მხრივ, თავისი მამისგან მიიღო.
• გენიოსების ქალიშვილები ნახევრად ჭკვიანი იქნებიან, მაგრამ მათი ვაჟები გენიოსები იქნებიან. თუ მათი მამა გონებაჩლუნგია, ქალიშვილი იქნება ნახევრად გონებაჩლუნგი.
• ამიტომ გენიალური ქალები თითქმის არ არსებობენ, ისევე, როგორც ასპროცენტიანი იდიოტი ქალები. სამაგიეროდ, გენიოსი მამაკაცი და გონებაჩლუნგი მამაკაცი ბევრია. აქედანაა უიღბლო ალკოჰოლიკების, მარტოხელა დედების, ასევე ნობელის პრემიის ლაურეატების (თითქმის ყველა – მამაკაცი) თაობა.
დასკვნები მამაკაცებისთვის:
• საკუთარი ვაჟის გონებრივი შესაძლებლობების პროგნოზისთვის დააკვირდი შენი ცოლის მამას – თუ სიმამრი აკადემიკოსია, შენი ვაჟიც ჭკვიანი იქნება.
• შენი ქალიშვილი შენი ჭკუის ნახევარს მიიღებს. ასევე შენი სიდებილის ნახევარს. ინტელექტით ის შენთან ახლოს იქნება. მისი ვაჟი მიიღებს შენს ყველა გონებრივ შესაძლებლობას. თუ გინდა ჭკვიანი შთამომავლობა გყავდეს, იოცნებე ქალიშვილზე.
• შენი გონებრივი შესაძლებლობები დედისგან, უფრო სწორად, მისი მამისგან, ანუ ბაბუისგან მოდის.
დასკვნები ქალებისთვის:
• შენი ვაჟი ჭკუის თვალსაზრისით მამაშენის ასლია, ასე რომ, როდესაც ეჩხუბებით: „მამაშენივით სულელი ხარ“ – მართალი არ არის.
• შენი ქალიშვილი შენნაირად აღზრდილი იქნება, მაგრამ ჭკუით მამას დაემსგავსება. მისი ვაჟები კი თქვენი ქმრების გონებრივი ასლები იქნებიან.
მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ: როგორც სპეციალისტები ამბობენ, ცუდი გენეტიკის დროს, ხარისხიანი აღზრდის შემთხვევაში ბავშვები პრაქტიკულად ნებისმიერი გენეტიკით ღირსეულ ადამიანებად ყალიბდებიან. გენები განსაზღვრავს ჩვენს მოცემულობას, შესაძლებლობებს, მიდრეკილებებს, მაგრამ არა — ბედს. გენები საქმიანობის საწყის ტერიტორიას განსაზღვრავს — ვიღაცას ის უფრო უკეთესი აქვს, ვიღაცას — უფრო რთული. მაგრამ რა იქნება ამ ბაზაზე გაკეთებული — ეს უკვე არა გენების, არამედ ადამიანებისა და მათთან მყოფი სხვა ადამიანების საზრუნავია.