ყვითელი ამბები

პრინცი ჰარი შვილის საოცნებო პროფესიაზე საუბრობს

პრინცი ჰარი აცხადებს, რომ მისი ვაჟის არჩის ოცნებაა – რომ გაიზრდება, კატა ან ვერტმფრენის პილოტი გახდეს.
Sputnik
დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ იშვიათი კომენტარი გააკეთა თავისი ორი წლის ვაჟის არჩის შესახებ და ისაუბრა ბავშვის საოცნებო პროფესიებზე. ამის შესახებ ჟურნალი Hello! იტყობინება.
ყვითელი ამბები
მჯერა, რომ დედაჩემი იმ ყველაფრით ამაყობს, რასაც ვაკეთებ - პრინცი ჰარი

„როდესაც ჩემს შვილს არჩის ვესაუბრები იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს როცა გაიზრდება, ხან ამბობს, რომ სურს იყოს ასტრონავტი, ხან კიდევ სურს გახდეს პილოტი და, რა თქმა უნდა, ვერტმფრენის“, – თქვა პრინცმა. მან დაამატა, რომ არჩის ასევე სურს გახდეს კატა კვაზი-ლეიტენანტი მულტფილმიდან Octonauts.

ჰარიმ დასძინა, რომ მისთვის და მისი მეუღლისთვის უფრო მნიშვნელოვანია, როგორი გაიზრდება მათი ბავშვი და არა მისი პროფესია.
პრინცი ჰარი იყო ვერტმფრენ Apache-ის მეორე პილოტი, როდესაც ის ავღანეთში მსახურობდა 2012 წლიდან 2013 წლამდე.