ფეხბურთი: საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები UEFA-ს განვითარების თასის მფლობელი გახდა

UEFA-ს განვითარების თასზე საქართველოს ნაკრებმა 5 ქულა დააგროვა, ზამბიამ – 3, ხოლო აზერბაიჯანმა ტურნირი ნული ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა.
Sputnik
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. საქართველოს 16-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა რუსთავში აზერბაიჯანის გუნდი 1:0 დაამარცხა და უეფას განვითარების თასზე პირველი ადგილი დაიკავა, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ზამბიის გუნდთან ძირითადი დრო ფრედ – 1:1 დაასრულა, პენალტების სერიით კი აფრიკული გუნდი 4:3 დაამარცხა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის ნაკრებმა ზამბიასთან 1:3 წააგო და საქართველოსთან შეხვედრა მისთვის გადამწყვეტი იყო.
საქართველოს გუნდმა მეტოქეს პირველივე წუთებიდან შეუტია. მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების უპირატესობა უფრო გამოიკვეთა, რაც ტაბლოზეც აისახა.
50-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მარცხენა ფლანგზე შეტევა სწრაფად განავითარა, საბა გეგუჩაძემ (მე-20 ნომერი) ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა და მეკარესთან პირისპირ ავთანდილ მაშავა დატოვა – 1:0.
65-ე წუთზე იუსუფ მეხტიევს საქართველოს ნაკრების უპირატესობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ სტუმრების მეკარემ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და აზერბაიჯანის გუნდი მეორე გოლისგან იხსნა.
UEFA-ს განვითარების თასზე საქართველოს ნაკრებმა 5 ქულა დააგროვა, ზამბიამ – 3, ხოლო აზერბაიჯანმა ტურნირი ნული ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა.