ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა გაიმართა

გამოფენაზე სხვადასხვა ორგანიზაცია გაეცნო ამ სფეროში არსებულ სიახლეებს
Sputnik
თბილისი, 15 მაისი - Sputnik. ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-13 საერთაშორისო გამოფენა „ექსპო ბათუმი“ (Expo Batumi) გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
გამოფენა 13 მაისს გაიხსნა და დღეს დასრულდა.
უწყების ცნობით, გამოფენაში 80-მდე ქართულმა და უცხოურმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ, რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ.
EXPO BATUMI 2022-ის ორგანიზატორია საგამოფენო კომპანია Geonet Expo.