იზრდება კრედიტების რაოდენობა მცურავი საპროცენტო განაკვეთით

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა.
Sputnik
თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოში რეფინანსირების განაკვეთზე დამოკიდებულია 191,4 ათასი კრედიტი მცურავი საპროცენტო განაკვეთით, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 11 მაისს რეფინანსირების განაკვეთის 11%-ის დონეზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, განაკვეთზე დამოკიდებულია ჯამში 8,7 მილიარდი ლარის ოდენობის კრედიტები.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების გამომწვევი შიდა და გარე ფაქტორების შესუსტების გამოძახილია“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ინფლაციის ფონზე, ახალი შოკის დამატების პირობებში, უარყოფითი ინფლაციური მოლოდინების ფორმირების გაზრდილი რისკია, რითაც აიხსნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის არსებულ დონეზე შენარჩუნება.
რომელი კრედიტებია დამოკიდებული რეფინანსირების განაკვეთზე

კრედიტის სახეობა

კრედიტების რაოდენობა

მოცულობა, მლნ ლარი

სამომხმარებლო

84.300

1.229

იპოთეკური

70.100

3.022

ბიზნეს–კრედიტი

36.000

4.432

ავტოკრედიტი

700

18

გაურკვეველი დანიშნულების

3.000

30