ცნობილი ქართველი მსახიობი იმედა კახიანი ქორწინების 65-ე წლისთავს აღნიშნავს. მის ფოტოს მეუღლესთან ფლორასთან ერთად მათი შვილიშვილი ქეთო თოფურიძე აქვეყნებს სოციალურ ქსელში.
ქეთო წერს, რომ იმედა კახიანს 85 წლის შესრულებასთან ერთად ქორწინების იუბილეც აქვს.
ფოტო იმედა კახიანის მცხეთის სახლშია გადაღებული, რომელიც მსახიობს ძალიან უყვარს, ის საკუთარი ხელით მოაწყო და იქ დიდ დროს ატარებს.
მსახიობი ფლორა ანთაძეზეა დაქორწინებული. წყვილს ორი შვილი ჰყავდა, რომელთაგან ვაჟი ლადო 14 წლის ასაკში ტრაგიკულად დაეღუპათ. მათ ქალიშვილს ეკა კახიანს კი საზოგადოება კარგად იცნობს ჯერ კიდევ ბავშვობიდან, როდესაც ის „მზიურში“ მღეროდა. ეკას შვილებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ.