სუმო: ტოჩინოშინმა მაისის ბაშოზე მეორედ მოიგო

მაისის ბაშოზე ქართველი სეკიტორის ანგარიშზე ორი გამარჯვება და სამი მარცხია. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე ჩიიოშომა იქნება.
Sputnik
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე მაისის ბაშოზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.
34 წლის ქართველი სეკიტორი მაისის სუპერტურნირის მე-5 დღეს 22 წლის იაპონელ კოტოშოჰოს დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინს კოტოშოჰოსთან არასდროს წაუგია, გორგაძეს კოტოშოჰო უკვე ოთხჯერ ჰყავს დამარცხებული.
ქართველი სუმოისტი სუპერტურნირს დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და იმისთვის, რომ რეიტინგში წინსვლა განაგრძოს, ბაშოზე დადებითი ბალანსი (8 მოგება) უნდა დააფიქსიროს.
ტოჩინოშინს მიმდინარე ბაშოზე სამი მარცხი და ორი გამარჯვება აქვს. მისი მომდევნო მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-11 მაეგაშირა ჩიიოშომა იქნება, რომელსაც ნაცუ ბაშოზე ქართველი სეკიტორის იდენტური მაჩვენებელი აქვს.