„პიონტკოვსკი შარლატანია“ - გია ვოლსკი

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა რუსი პოლიტოლოგი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდების გამო გააკრიტიკა.
Sputnik
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „კაგებეს" ყოფილი ოფიცრის, ამჟამად კი რუსი პოლიტოლოგის ანდრეი პიონტკოვსკის მოწოდებების პასუხად, გაათავისუფლონ საქართველო ბიძინა ივანიშვილისგან, მას „შარლატანი" უწოდა.
რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ სამშაბათს „უკრაინა 24"-ის ეთერში მოუწოდა უკრაინელებს აქტიურობისკენ საქართველოს ტერიტორიაზე მეორე ფრონტის გასახსნელად. მისი თქმით, ამისათვის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესდეს. პიონტკოვსკი დარწმუნებულია, რომ ამის შემდეგ „ივანიშვილი გაიქცევა და რეჟიმი დაინგრევა“, ხოლო საქართველო გათავისუფლდება.
„ანდრეი პიონტკოვსკი პრაქტიკულად შარლატანად ჩამოყალიბდა. ის „კაგებეს" მაღალჩინოსანი იყო, მას აშშ-თან რაღაც გაუგებრობები ჰქონდა. იქ მას ავტორიტეტი არ აქვს და სამწუხაროდ, დაიპყრო უკრაინული მედია, რომელიც ხშირდ მას ციტირებს", – თქვა გია ვოლსკიმ.
ვიცე-სპიკერის თქმით, პოლიტოლოგის სიტყვებიდან ცხადი ხდება, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ბიძინა ივანშვილის ფაქტორი უშლის ხელს. ამიტომ ის მოუწოდებს უკრაინელებ,ს დაარწმუნონ აშშ-ს კონგრესი, შემოიღოს სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ომი საქართველოში არ დაიწყება, რაც რუსეთზე საერთო გამარჯვებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანია. ეს არის ფორმულა, რომლის იქით არაფერი იკითხება“, - განაცხადა ვოლსკიმ.
იმის შესახებ, რომ საქართველოში არანაირი მეორე ფრონტი არ იქნება, არაერთხელ განაცხადეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სხვა მაღალჩინოსნებმა. პრემიერის თქმით, საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას.
კიევის მოწოდებები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე არაადეკვატურია – დეპუტატი
თავის მხრივ, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ერთ-ერთმა პირველმა მოუწოდა საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთთან მიმართებით ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.