დღეს 2022 წლის 12 მაისია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
სცადეთ ურთიერთობების მოგვარება მათთან, ვისთანაც ბოლო დროს საერთო ენის გამონახვა გიჭირთ. გექნებათ შანსი, რომ მიაღწიოთ ურთიერთგაგებას. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა, რომელიც საქმიანი ან მეგობრული ურთიერთობებით შეიძლება გაგრძელდეს. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
ვერძი: დღე რთული საქმეებით დაიწყეთ. მოსალოდნელია იღბლიანი გარიგებები, თანხის მიღება. შეგიძლიათ განიხილოთ სამუშაო საკითხები, შეხვდეთ პოტენციურ დამსაქმებლებს, პარტნიორებს. დღის მეორე ნახევარი მშვიდად ჩაივლის; შესაძლებელია გეგმების შეცვლა, მაგრამ პრობლემები არ შეიქმნება.
კურო: მოუსმინეთ ინტუიციას. მისი მინიშნებების წყალობით დიდი ხნის მიზანს შეიძლება მიაღწიოთ. გელოდებათ წარმატებები სამუშაოზე. გექნებათ პოზიციების გამტკიცების, არაკეთილმოსურნეების „განიარაღების“ შანსი. კარგი დღეა პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით. შესაძლებელია რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
ტყუპი: შეუდექით ახალ საქმეებს. მალე მიხვდებით, როგორ შეიძლება კარგი შედეგების მიღწევა. არაა გამორიცხული საინტერესო საქმიანი წინადადებების მიღება, სასიამოვნო ნაცნობობა, შეხვედრები ადამიანებთან, რომლებთან ურთიერთობებიც გაგახარებთ. საღამო შეყვარებულებს სასიამოვნო სიურპრიზებს ჰპირდება.
კირჩხიბი: იმოქმედეთ მტკიცედ. ბევრს მოასწრებთ, თუ დროს უქმად არ დაკარგავთ. შესაძლებელია ხანგრძლივი თანამშრომლობის დაწყება, რომელიც პროფესიული პოზიციების გამტკიცებასა და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. სიფრთხილე გმართებთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებში.
ლომი: არ ინერვიულოთ წვრილმანების გამო. დღეს განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხართ და ნებისმიერ რამეზე შეიძლება განაწყენდეთ. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და თქვენი განწყობაცა და საქმიანობაც გამოკეთდება. საღამო შესანიშნავი დროა ურთიერთობებისთვის.
ქალწული: განიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები. დღეს საერთო ენის გამონახვას სრულიად განსხვავებულ ადამიანებთანაც შეძლებთ. არაა გამორიცხული, რომ გეგმების შეცვლა და სხვა მიმართულებით წასვლა მოინდომოთ. ეცადეთ, მოერიდოთ გადაღლას, სტრესულ ვითარებებს. საღამოს სჯობს დაისვენოთ.
სასწორი: არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება, არ შეცვალოთ კარდინალურად გეგმები. ახალ ნაცნობებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ – არაა გამორიცხული, რომ ისინი თქვენს რაღაც საეჭვო ისტორიებში ჩართვას შეეცადონ. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯებიც და ასევე თანხის მიღებაც.
მორიელი: მოუსმინეთ ინტუიციას – გაქვთ შანსი, გაერკვეთ იმაში, რაც აქამდე შეუძლებლად გეჩვენებოდათ. ადამიანებთან ურთიერთობებში მოსალოდნელია ცვლილებები უკეთესობისკენ. რთული საქმეები დილით გააკეთეთ, საღამოს დაისვენეთ ან მშვიდ საქმეებს შეუდექით, რომლებიც კარგ განწყობაზე დაგაყენებთ.
მშვილდოსანი: მოსინჯეთ რამე ახალი, ჩაატარეთ ექსპერიმენტები. არ გქონდეთ იმედი, რომ თუ სხვების გატკეპნილ გზას გაჰყვებით, ბევრს მიაღწევთ. მიზნისკენ საკუთარი გზით უნდა იაროთ. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. სავარაუდოდ, გელოდებათ ახალი ნაცნობობა, რომელიც რომანტიკულ კავშირს დაუდებს სათავეს.
თხის რქა: არ იჩქაროთ. დილა მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად შესაფერისი დრო არაა. მიჰყევით მიმდინარე, ჩვეულ საქმეებს. დღის მეორე ნახევარში რეკომენდებულია ინიციატივის გამოჩენა საქმიან ან პირად ურთიერთობებში. გაუზიარეთ თქვენი გულისტკივილი ახლობლებს და მხარდაჭერას მიიღებთ.
მერწყული: მოძებნეთ მოკავშირეები. გაქვთ შანსი, რომ მიიღოთ იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. არაა გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება, თუმცა ურთიერთობები სწრაფად არ განვითარდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად.
თევზები: თუ მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევა გინდათ, იყავით კატეგორიული. მოთმინება და თავდაჯერებულობა ნებისმიერი სირთულის გადალახვაში დაგეხმარებათ. დღის პირველი ნახევარი კარგი დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მოგვიანებით კი – მიმდინარე საკითხების გადაჭრისთვის.