ყვითელი ამბები

„ეს იყო რქებიანი სატანა, ქალის ცოცხალი თმებით“ - რა იპოვა საძინებელში თამარ ივერმა?

თამარ ივერი უჩვეულო შემთხვევის შესახებ საუბრობს
Sputnik
საოპერო მომღერალმა თამარ ივერმა უჩვეულო შემთხვევის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სახლში რქებიანი სატანის თოჯინა იპოვა, რომელსაც ქალის თმები ჰქონდა. მომღერალი კარიერულ დაღმასვლას, სწორედ იმ ბინის შეძენას უკავშირებს, სადაც ეს ნივთი აღმოაჩინეს.

„ჩემს ცხოვრებაში იყო ძალიან დიდი აღმასვლა, ვიყავი უმაღლეს პიედესტალზე ჩემს ხელოვნებაში, ერთ-ერთი წამყვანი ვარსკვლავი მსოფლიოში. ნელ-ნელა დაიწყო, მე თვითონ ვერ ვხვდებოდი რატომ. რაღაც ხდებოდა, რომ კონტრაქტზე ის ის არის უნდა მოვაწერო ხელი და 5 წუთით ადრეც მეუბნებოდნენ, რომ სხვას მისცეს. არ მჯეროდა ასეთი რაღაცების, დავცინოდი კიდეც ასეთ ადამიანებს, ვინც იძახდნენ, იმას ის აღმოუჩინეს, ამას ცუდი თვალი აქვსო“, - იხსენებს მუსიკოსი გადაცემაში „ღამის პრაიმ-ტაიმი“.

ყვითელი ამბები
„ვინმე ბალზაკის ასაკის ქალბატონი იყიდის და გაიხარებს“ - თამარ ივერი მეუღლის ბალიშს ყიდის
მისი თქმით, მოხდა ისე, რომ სახლი იყიდა და მეუღლემ უთხრა, რომ უნდოდა სახლი ფენომენალური ნიჭის მქონე ქალისთვის ეჩვენებინა.
„მოდის ქალი, დადგა და დაიწყო ლოცვა. უცებ გაჩერდა და მითხრა წამომყევითო, დადგა საძინებელში და ამბობს, ზუსტად ამ ადგილას უნდა ამომიჭრათ ჭერიო. ჩემმა მეუღლემ ამოჭრა ოთხკუთხედად. ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ ეს იყო რქებიანი სატანა, ქალის ცოცხალი თმებით, რქებიანი თოჯინა, საშინელი სახე ჰქონდა, გაცინებული. პირველად ვამბობ, არსად მითქვამს. წაიღეს და დაწვეს, არ იწვებოდაო. ბოლოს დაიგრიხა, შიგნით თასმები, თმები, ნემსები, სანთლები, 5-6 საათი იწვოდა და არ იწვებოდა. მადლობა ღმერთს რომ ჩემს სახელზე არ იყო, ჩვენ რომ ვიყიდეთ ბინა, ეს გაკეთებული იყო, მაგრამ შენზეც მოქმედებს, როცა მის ქვეშ გძინავს. მერე რომ დავფიქრდი, ჩემი დაღმასვლა დაიწყო, მაშინ როდესაც ეს სახლი ვიყიდე”, – თქვა ივერმა.