ღამე მწერალთა სახლში: თბილისი მუზეუმების საერთაშორისო კვირეულს უერთდება

მაისში საქართველოში, როგორც მთელს მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კულტურული ღონისძიება - მუზეუმების კვირეული იმართება
Sputnik
თბილისი, 11 მაისი- Sputnik. 16-20 მაისს მწერალთა სახლი მუზეუმის საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლებს, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
თბილისი კვლავ შეუერთდება მუზეუმების საერთაშორისო კვირეულს, რომლის ფარგლებში დამთვალიერებლები დაათვალიერებენ ქართველი მეწარმისა და მეცენატის, დავით სარაჯიშვილის და სხვა მწერლების გამოფენას.
მძიმე ჭაღები მუზეუმში
ამავდროულად, კვირეულის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება დავითისა და ეკატერინეს საცხოვრებელ სახლში არსებული დამატებითი ექსპონატები, რომლებიც სამუზეუმო სივრცეში არ არის გამოფენილი. ისტორიით დაინტერესებული სტუმრები არ მოიწყენენ, რადგან მწერალთა სახლი წარმოადგენს გამოფენების, ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ფართო სპექტრს.

ღონისძიებათა პროგრამა:

16 მაისი
21:00 - ღამე მწერალთა სახლში
18 მაისი
18:00 – Artist Talk - ნამუშევრების წარდგენა და შეხვედრა დავით მაჭავარიანთან;
20:00 საათი - ოთარ ჯანელიძის ლექცია: „დავით სარაჯიშვილი“
19 მაისი
21:00 საათი - ღამე მუზეუმში - რეპრესირებული მწერლების ექსპოზიციის გაცნობა - ირაკლი ხვადაგიანის ტური
20 მაისი
18:00 - „არტისტული ყვავილები“ - გიორგი გაგოშიძის გამოფენის გახსნა;
20:00 - რეპრესირებული მწერლების პოეზიის საღამო. მონაწილეები: ნინო თარხან-მოურავი და ირაკლი გოგოლაძე
18 მაისს მთელს მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოში ამ დღეს ყველა მუზეუმის დათვალიერება უფასოა, ისინი გვიან ღამემდე იმუშავებენ.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
გარდა ამისა, მუზეუმების დღე გადაიზარდა მუზეუმების კვირეულში, რომელიც ტრადიციულად უმზადებს სტუმრებს მრავალფეროვან კულტურულ-გასართობ ღონისძიებებს, მასტერ-კლასებს, ლექციებსა და სემინარებს. მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის განმავლობაში მუზეუმებში შესვლა უფასოა.