ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა.
Sputnik
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,11%-ით შემცირდა და 85,99 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 6,86%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 1,55%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 6,45% მოგებით 99,52 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 96,32 პუნქტის ფასით, 8,33% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,15%-ით შემცირდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,14%-ით შემცირდა 85,28 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 7,01%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 4,72%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 11,7 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 228 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 11,62–12,62 ფუნტის დიაპაზონში.
ამოქმედდა ახალი კანონი: კორპორატიული მართვის კოდექსი ემიტენტებისთვის>>
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში შემცირდა 1,97%-ით და ერთ აქციაზე 5,96 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 208 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 5,9–6,1 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 5,07%-ით შემცირდა 11,98 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 115 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 11,62–12,64 ფუნტის დიაპაზონში.