თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება თბილისიდან ბათუმის მიმართულებით შიდა ფრენების განრიგს აქვეყნებს, რომლებიც ივნისამდე დროებით ნატახტრიდან უნდა შესრულდეს.
მათი ინფორმაციით, თბილისიდან ნატახტარში მგზავრებს პირველი რესპუბლიკის მოედანიდან უფასო მიკროავტობუსი მოემსახურება.
რაც შეეხება ფრენების განრიგს, რეისები ბათუმიდან ნატახტარში და უკან კვირაში ოთხჯერ შესრულდება.
ორშაბათი: ნატახტარი–ბათუმი: 13:45; ბათუმი–ნატახტარი: 15:45
ოთხშაბათი: ნატახტარი–ბათუმი: 15:15; ბათუმი–ნატახტარი: 17:00
პარასკევი: ნატახტარი–ბათუმი: 16:30; ბათუმი–ნატახტარი: 18:15
კვირა: ნატახტარი–ბათუმი: 9:30; ბათუმი–ნატახტარი: 11:20.
„გთხოვთ ბილეთის შეძენისას ვებ-გვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets
გაითვალისწინოთ ცვლილება და ბათუმში გამგზავრებისას თბილისის ნაცვლად მონიშნოთ ნატახტარი“, – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაითვალისწინოთ ცვლილება და ბათუმში გამგზავრებისას თბილისის ნაცვლად მონიშნოთ ნატახტარი“, – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბათუმის მიმართულებით შიდა რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად ნატახტრის აეროპორტიდან დროებით, 31 მაისის ჩათვლით განხორციელდება.