საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ახალი უფროსი ჰყავს

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა.
Sputnik
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად რევაზ ჯაველიძე დაინიშნა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მიმდინარე წლის აპრილში ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა.
დაწინაურებამდე ჯაველიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო, ასევე იკავებდა მთავრობის საპარლამენტო მდივნის პოსტს.
ჯაველიძეს აქვს სამუშაო გამოცდილება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. სხვადასხვა პერიოდში იგი იყო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე მუშაობდა მსხვილ საერთაშორისო კომპანიებში სხვადასხვა თანამდებობაზე.
ჯაველიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ლიუისის და კლარკის კოლეჯის (აშშ) კურსდამთავრებულია. რევაზ ჯაველიძე ასევე ტეხასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრია.
წყარო - საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური