თბილისი, 10 მაისი — Sputnik. სახელოვნებო სასწავლებლების წიგნადი ფონდის განახლების მიზნით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა.
უწყების ცნობით, კონკურსის მიზანია სახელოვნებო განათლების განვითარების მხარდაჭერა, სახელოვნებო სასწავლო ლიტერატურის გამოცემისა და თარგმნის ხელშეწყობა, სახელოვნებო სასწავლებლების, ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლების ხელშეწყობა.
პროექტი უნდა მოიცავდეს ქვემოჩამოთვლილ ერთ-ერთ ან ორივე კომპონენტს:
1.
სახელოვნებო სასწავლო ლიტერატურის ბეჭდვა/გამოცემა;2.
სახელოვნებო სასწავლო ლიტერატურის თარგმნა.კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 50.000 ლარს. მონაწილეობის უფლება კი აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს. კონკურსანტს აღნიშნულ კონკურსში შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 10 მაისიდან 2022 წლის 19 მაისის 12:00 საათამდე სამინისტროში მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით, ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება არაუგვიანეს 2022 წლის 3 ივნისისა.
საკონკურსო პირობები სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.