„სხვათა შორის, მე ყოველთვის ლამაზი ბავშვი ვიყავი, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ საშინლად არ მომწონდა საკუთარი თავი. ერთადერთი, ჩემს თავს აღვიქვამდი ლამაზად, როცა ფოტოს დავხედავდი ხოლმე. მეჩვენებოდა, რომ მქონდა განიერი ცხვირი და მინდოდა მისი დაპატარავება. მქონდა „წიკები“, რომ ცხვირი დამეთხელებინა. ცოტა არ იყოს და ბულინგის მსხვერპლი ვიყავი ძმების მხრიდან. სულ დამცინოდა ორი უფროსი ძმა. ვითომ საყვარლად დამცინოდნენ, მაგრამ ჩემზე ეს ძალიან მოქმედებდა. რომ გადავიხარხარებდი, ზვიგენივით იცინიო, მეუბნებოდნენ“, – იხსენებს მსახიობი.
„ისე ვითრგუნებოდი, რომ მეტი არ შეიძლება. არ გავიზარდე პრინცესულად. მშურს იმ გოგონების, ვინც პრინცესულად გაიზარდა და ეუბნებოდნენ, შენ ყველაზე ლამაზი ხარო. ერთადერთი პლუსი იყო, რომ ჩემი მშობლებისგან შეზღუდვა არ მქონია. ალბათ ჯობდა უფრო მომთხოვნები და მკაცრები ყოფილიყვნენ, რომ უკეთესად მესწავლა. არ ვიყავი კარგი მოსწავლე, სამიანები მყავდა ფიზიკა-მათემატიკაში“, – აღნიშნა მსახიობმა.