ყვითელი ამბები

გაუპატიურების შოკის მომგვრელი დეტალები - ემბერ ჰერდმა სასამართლოზე ფოტოები გამოაჩინა

ემბერ ჰერდმა სასამართლოს მორიგ სხდომაზე გაუპატიურების შოკის მომგვრელი დეტალები გაიხსენა, რომელიც ქორწინებიდან სულ რაღაც ორ კვირაში მოხდა.
Sputnik
ჰერდმა პროცესზე „ბრძოლის ველის“ ფოტოებიც გამოაჩინა, სადაც კარგად ჩანს, რომ სახლი მართლაც დალეწილია. ამის შესახებ „დეილი მეილი“ წერს.
მაშინ წყვილი ავსტრალიაში იმყოფებოდა, სადაც ჯონი დეპს „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მორიგ ნაწილში იღებდნენ. ჰერდი ემოციებს ვერ იკავებდა და მოყოლისას ქვითინებდა. მისი განცხადებით, ჯონმა ის ლიქიორის ბოთლით გააუპატიურა.
ცნობისთვის, ეს სწორედ ის ეპიზოდია, როდესაც ემბერის მოქნეულმა ბოთლმა ჯონს თითი დაუზიანა.

„მან მე ზურგზე დამაგდო და ყელში მიჭერდა ხელს, ის ის არ იყო, ვერ ვცნობდი მას, ვცდილობდი რამენაირად გამომეფხიზლებინა და ვეუბნებოდი, რომ ეს მე ვიყავი, მაგრამ ის შეპყრობილივით იყო. მან მე ლიქიორის ბოთლით გამაუპატიურა. ბოლოს უკვე არანაირ ტკივილს აღარ ვგრძნობდი, სინათლეს ვუყურებდი ჩუმად, აი მან მე ეს გამიკეთა. სახლი ბრძოლის ველს ჰგავდა, ყველაფერი დალეწილი იყო“, – ჰყვება ჰერდი.