მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ავსტრიაში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სამსახურების დიდი ჯგუფი, მათ შორის მოხალისეები.
Sputnik
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. ავსტრიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, მოდლინგის ოლქში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. წერს Krone Zeitung.
წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია 13 ადამიანი, ზოგიერთი მძიმედ.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 18:00 საათის შემდეგ (20:00 თბილისის დროით) მოხდა. გამოცემის ინფორმაციით, მატარებელი ლიანდაგიდან მიუნჰენდორფის კომუნის ტერიტორიაზე გადავიდა.
ინციდენტის დეტალებს იძიებენ, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სამსახურების დიდი ჯგუფი, მათ შორის მოხალისეები.
წყარო - Krone Zeitung.